ირანი
ისპაჰანი, ფერეიდანი, პერსეპოლისი, შირაზი
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდნენ:
ელ-ფოსტა - pvardanashvili@gmail.com
ტელ: - (+995 99) 91 46 55
Skype - paatavar
პერსეპოლისი — სპარსეთის იმპერიის უძველესი ცერემონიული დედაქალაქი. პერსეპოლისის უდიდესი და ყველაზე კომპლექსური შენობა იყო მაყურებელთა დარბაზი, ან აპადანა, 72 სვეტით. პერსეპოლისი მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალა შირაზის ჩრდილოაღმოსავლეთით, ირანის ფარსის პროვინციაში. თანამედროვე სპარსულ ენაზე ამ ადგილს უწოდებენ ტახტ-ე ჯამშიდს (ჯამშიდის ტახტი) და ფარსეს. ძველი სპარსელები ქალაქს ფარსას უწოდებდნენ, რაც სპარსელების ქალაქს ნიშნავს, ხოლო პერსეპოლისი ბერძნული ინტერპრეტაციაა სიტყვა Περσες (სპარსული)+ πόλις (ქალაქი).
ისპაჰანი ან ესფაჰანი (ძვ. სპარსულით ასპადანა, შუა სპარსულით სპაჰანი, სპარს. اصفهان ), მდებარეობს თეირანიდან 340 კმ-ში, ისპაჰანის პროვინციის დედაქალაქი და ირანის სიდიდით მესამე ქალაქი (თეირანის და მაშხადის შემდეგ). 2000 წელს მოსახლეობა 2.040.000 ადამიანს შეადგენდა. ირანის ყოფილი დედაქალაქი, XVI-XVII საუკუნეებში.
ისპაჰანის ნაღყშ-ი ჯაჰანის მოედანი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ქალაქში ასევე მრავლადაა მე-11 საკუნის და გვიანდელი ისლამური არქიტექტურის ნიმუშები. მისი მოსახლეობის ეროვნულმა და რელიგიურმა სიჭრელემ აქიტექტურაში და მის მხატვრობაში ქრისტიანული და ისლამური კულტურის საინტერესო სინთეზი მოგვცა. ამის მაგალითია ისპაჰანის შაჰის სასახლის, "ჩეჰელ სოთუნის" (40 სვეტის), კედლების რელიფური მოხატულობა და წარწერები.
ისპაჰანის სილამაზეს და არქიტექტურულ ხიბლს გარკვეულწილად განსაზღვრავს მდინარე "ზაიანდე რუდი" და მასზე გადებული ხიდები, რომელთა შორის აღსანიშნავია "პოლ-ე ხაჯუ" და "სიოსეპოლი". ეს უკანასკნელი (რომლის თარგმანი იქნება "ოცდაცამეტი ხიდი")შაჰ აბასის სეფაჰსალარის,ალავერდიხან უნდილაძის აშენებულია.
მეჩეთი
ქალაქი იპაანი ცნობილია მეჩეთებით, განსკუთრებით კი XVII საუკუნეში აგებული სამეფო მეჩეთით, რომელსაც მაჯიდ-ე'იმანი ეწოდება. მეჩეთი, მის გარშემო არსებული უმშვენიერესი ბაღებით, შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურის დიდებული ნიმუშია.
ქართული დიასპორა
ისპაჰანთან მდებარეობს მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შაჰ აბასის მიერ კომპაქტურად ჩასახლებული ქართველების (ფერეიდუნ შაჰრი) და სომხების (ვანქი) დასახლებები. სომხურმა დიასპორამ შესძლო ქრისტიანობის შენარჩუნება, ქართულმა კი — ვერა. ამას ქართულ დიასპორას სისუსტეში ვერ ჩავუთვლით. ქართველები მეომრებად გამოიყენებოდნენ, ამიტომ ბრძოლის შედეგებში მათი დაინტერესებისთვის აუცილებელი იყო მათი ისლამზე მოქცევა. გამუსლიმების შემთხვევაში ისინი მამაცად იბრძოლებდნენ ქრისტიანთა წინააღმდეგ. რაც შეეხება სომხურ მოსახლეობას, ისინი, ტრადიციულად, ხელოსნობას მისდევდნენ. მათი ქრისტიანებად დარჩენა ირანის სახელმწიფოს საშიშროებას ვერ შეუქმნიდა. ამგვარად, რელიგიური შევიწროვება მეტისმეტად მძიმე ხასიათს არ ატარებდა. ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით იმ პერიოდშიც და შემდეგაც ბევრი ქართველი სომხად დაეწერა. დღეს ისპაჰანში ან ირანის სხვა ქალაქებშიც თუ ვინმეს სპარსულად ჰკითხეს: "არმანი ჰასთი?" ანუ სომეხი ხარო? სინამდვილეში კითხულობს მის რელიგიურ მრწამსს. უბრალო ირანელისთვის სომეხი ქრისტიანს ნიშნავს,ისევე როგორც, არც თუ შორეულ წარსულში ქართველისათვის "ფრანგი" ერთდროულად ევროპელსა და კათოლიკეს აღნიშნავდა.