gudauri

Armenia

abudelauri

lagodekhi

kolkheti

rafting

georgia

georgia

nivTebi

 

ta0-klarjeti

 

 

 

 

iran

martvili

imereti

საინგილო

ლაშქრობა

თუშეთი

სვანეთი

racha-svaneti

Helicopter

vashlovani

hotel

odishelidze

teqa

www.paata.ge

დავითგარეჯა — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსია. მონასტერი მდ. ივრისა და მდ. მტკვრის აუზების გამყოფ მთის კალთებზე, ნახევრადბნოში მდებარეობს და დაახლოებით 25 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. წმინდა დავითი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომლებიც VI ს. ნახევარში ქართლში ქრისტანული რწმენის განსამტკიცებლად ჩამოვიდნენ. წმინდა დავითმა, მეუდაბნოე მამათა ტრადიციისამებრ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობა გადაწყვიტა და ამისათვის გარეჯის მრავალმთა შეარჩია. ლეგენდის თანახმად, წმინდა დავითის ლოცვის შედეგად კლდიდან წყლის წვეთებმა გამოჟონა, წყალს დავითის ცრემლები დაარქვეს, მას სასწაულმოქმედი თვისებები აქვს. წმინდა დავითის მიერაა დაარსებული უძველესი მონასტერი - დავითის ლავრა. მონასტრის საერთო კომპლექსში შედის დავითის მოწაფეების - წმ. ილარიონისა და წმ. დოდოს მიერ უდაბნოს მთის ჩრდილოეთით დაარსებული ორი მონასტერიც - დოდოს რქა და ნათლისმცემელი. უფრო გვიან არის დაარსებული დანარჩენი სამი მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი.
დავითგარეჯის კომპლექსის მრავალი ასეული გამოქვბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზო კლდეშია ნაკვეთი. სენაკებსა და მომცრო სამლოცველოებს თავად ბერები კვეთდნენ, ხოლო დიდი ზომის შესაკრებელ ეკლესიათა გამოსაკვეთად ხუროთმოძღვრებს მიმართავდნენ. ჩვენამდე მოღწეული ნაგებობებიდან უძველესი, უდაბნოს მთის თხემზე მდგომი აღდგომის ეკლესიაა, იგი VIII-IX სს. თარიღდება. ბოლოს აგებული კი, იოანე ნათლისმცემლის მრგვალი კოშკია, იგი XIX ს. I ათწლეულით თარიღდება. ბევრი მათგანის კედლებმა შემოგვინახა ფრესკული მხატვრობის უნიკალური ნიმუშები, მათ შორის ისტორიული პირების - ქართველ მეფეთა პორტრეტები; საქართველოში არსებობდა უფლისწულის მეფედ კურთხევამდე მონასტერში ერთწლიანი ცხოვრების ტრადიცია.

სიღნაღი - თურქული წარმოშობის სიტყვაა და „აუღებელს“ ნიშნავს. მისი ძველი სახელია ქიზიყი.
ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.
სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.
სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.
ციხეს 40 ჰექტარამდე ფართობი უჭირავს. იგი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი, აქა-იქ აგურია გამოყენებული. მისი გალავანი მთის რელიეფს მიყვება. ყველაზე მაღალი სამხრეთი მხარეა, აქედან გალავანი აღმოსავლეთით და დასავლეთით ქედს მიყვება, ორივე მხრიდან ხევში ეშვება და იქ ერთდება. ციხე-გალავანს მტრის თავდასხმისას მთელი ქიზიყის მოსახლეობის შეფარება შეეძლო. გალავანში 23 კოშკია დატანებული, რომლებსაც მახლობელი სოფლების სახელები ერქვა (ბოდბის, ველისციხის, მირზაანის, შილდის და სხვ.). კოშკების დიდი ნაწილი ორსართულიანია, ნაწილი სამსართულიანი, აღჭურვილი სათოფურებით, ბუხრებით, ნისებითა და საბრძოლო ბანებით. გალავანი ორიარუსიანია. პირველი იარუსი სქელია და ყრუ, მეორე იარუსს საბრძოლო ბილიკი გასდევს, კედლებში სათოფურებია დატანებული. გალავანში ხუთი ჭიშკარი გამოიყოფა, რომლებითაც მაღაროს კარი უშუალოდ ციხეს უკავშირდებოდა.

ბოდბის მონასტერი - ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს განსასვენებლის ადგილზეა აგებული. სწორედ ამის გამო მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბოდბის საეპისკოპოსო, რომელიც V საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამეფოს ისტორიაში. წმინდა ნინოს საფლავზე აგებული ტაძარი პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია. V საუკუნეში ტაძარი ვახტანგ გორგასალს გაუფართოვებია, სამნავიანი ბაზილიკის სახე კი მან VIII-IX სს.-ში მიიღო. შუა საუკუნეებში აქ ხდებოდა კახთა მეფეების კურთხევა. XIX ს. დასაწყისისთვის საეპისკოპოსო ასზე მეტ ეკლესიას აერთიანებდა.  
გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი" უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი.
მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი.
წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო.