gudauri

Armenia

abudelauri

lagodekhi

kolkheti

rafting

georgia

georgia

nivTebi

 

ta0-klarjeti

 

 

 

 

iran

martvili

imereti

საინგილო

ლაშქრობა

თუშეთი

სვანეთი

racha-svaneti

Helicopter

vashlovani

hotel

odishelidze

teqa

www.paata.ge

გრემი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.
გრემის ტერიტორიაზე პირველი დასხლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია საუკუნიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც კახეთის პირველმა მეფემ - გიორგიმ (1466 -1476წწ.), გრემი კახეთის დედაქალაქად აქცია.
ორი საუკუნის მანძილზე ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არმედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსაც წარმოადგენდა. აქ დაიწერა ჩვენამდე მოუღწეველი კახეთის ისტორიის ქრონიკა. ითარგმნა სპარსული ლიტერატურის თვალსაჩინო ძეგლები, წარმოებდა ფართო სამეცნიერო-ლიტერატურული მუშაობა. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების - აკადემიის არსებობის შესახებ. ქალაქი ირანის შაჰის - აბას I-ის (1614-1617წწ) პირველი შემოსევების დროს განადგურდა და მას შემდეგ, როგორც სამეფოს დედაქალაქმა მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება.

იყალთოს მონასტერი - დაარსებულია VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამის, წმინდა ზენონის მიერ. სამონასტრო კომპლექსის ტერირორიაზე სამი ეკლესიაა: VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია; უფრო მომცრო, IX საუკუნით დათარიღებული გუმბათიანი ეკლესია და XII-XII საუკუნეების ერთნავიანი სამლოცველო.
აქვეა სახელგანთქმული აკადემიის ნანგრევები. შუა საუკუნეებში იყალთოს მონასტერი დიდი კულტული და საგანმანათლებლო კერა ხდება არა მხოლოდ კახეთისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის. აქ არსებობდა უმაღლესი სასწავლებელი და სამეცნიერო დაწესებულება - იყალთოს აკადემია, სადაც ფილოსოფიის, ღვთისმეტყველებისა და სხვა მეცნიერებებთან ერთად ასწავლიდნენ მევენახეობასა და მეღვინეობას. აქვე არსებობდა ღვინის ქარხანა - ეზოში დღემდე შემორჩენილია დიდის ზომის ქვის საწნახელები, რომლიდანაც დაწურული ყურძნის წვენი თიხის მილების მეშვეობით იქვე მიწაში ჩაფლულ ქვევრებში ჩაედინებოდა.
აქ უსწავლია დიდ ქართველ პოეტსა და მოაზროვნეს შოთა რუსთაველს. აკადემიის აყვავება XI-XII საუკუნეების მიჯნის, ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული.

ალავერდის მონასტერი - VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე).