საქართველო

ხევსურეთი
შატილი
მუცო
თუშეთი
ხევი
ყაზბეგი
გერგეტის სამება
იმერეთი
ქუთაისი
გელათი
სათაფლია
დინოზავრების ნაკვალები
სვანეთი
მესტია
უშგული
რაჭა
აჭარა
ბათუმი
გურია
სამცხე-ჯავახეთი
ბაკურიანი
ბორჯომი
ვარძია
გუდაური
ტაო-კლარჯეთი
კახეთი
თელავი
სიღნაღი
ბოდბის მონასტერი
წინანდალი
ყვარელი
დავით გარეჯა
ლაგოდეხი
ვაშლოვანი
შიდა ქართლი
გორი
უფლისციხე
ქვემო ქართლი
სამეგრელო
ზუგდიდი
მარტვილი

 

 

 

ქართული და სომხური ტაძრები სომხეთის ტერიტორიაზე

გთავაზობთ 1 დღიან ტურს სომხეთში ქართული და სომხური ტაძრების მოსანახულებლად

ახტალა, ალავერდი, ქობაირი, სანაჰინი, ახპატი

ახტალა ქალაქი ლორეს სიახლოვეს. მდებარეობს მდ. დებედას ხეობაში, ახტალის ძველი სახელი იყო სპილენძის მადანი სომხურად პღნძაჰანქ. ახტალის მონასტერი ივანე I მხარგრძელს აუშენებია, გვიან შუა საუკუნეებში ახტალა თავად მელიქიშვილების მამული და საძვალე იყო. XVIII საუკუნის ბოლოს ერეკლე II აქ სპილენძს მოიპოვებდა.

ალავერდი - ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. XVII ს-ში დაერქვა ალავერდი. ალავერდში შემორჩენილია თამარ მეფის ხიდი.

ქობაირის მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).

სანაჰინი — სოფელი სომხეთის ჩრდილოეთში, ლორის პროვინციაში. ამჟამად ქალაქ ალავერდის ნაწილია, რომელთანაც ბაგირ-გზით არის დაკავშირებული. სოფელი განთქმულია აქ მდებარე სამონასტრო კომპლექსით, რომელიც X საუკუნეში დაარსდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
სახელი სანაინი სიტყვასიტყვით ნიშნავს "ეს უფრო ძველია, ვინემ ის", და სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ ის მეზობლად მდებარე ახპატის მონასტერზე უფრო ძველია. ეს ორი სოფელი და მათი მონასტრები ერთმანეთის მსგავსია და განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ მდ. დებედის ხეობის კალთების სხვადასხვა მხარეს. კომპლექსი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განკარგვაშია.

ახპატი, X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სოფელ ახპატში (სომხეთი), შემოზღუდულია გალავნით. ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ნშანის მთავარი ეკლესია (967-991), რომელიც გარედან შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებით, შიგნით კედლები მოხატულია (XIII-XIV სს.); გრიგორის ეკლესია (1005; გადაკეთებულია 1211) და პატარა გუმბათიანი ეკლესია ასტვაწაწინი (XII-XIII სს.); გავიტები — დიდი (გადაკეთებულია 1209), გადახურული ჯვარედინი კამარებით და ამაზასპისა (1257) — უდიდესი ოთხსვეტიანი გავიტი; სატრაპეზო (XIII ს.); წიგნთსაცავი (XIII საუკუნის III მეოთხედი); სამრეკლო (1245). გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩკარი.

1996 წლიდან ახპატი სანაინთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

 

Armeniaსომხეთი