gudauri

abudelauri

lagodekhi

kolkheti

rafting

georgia

georgia

nivTebi

 

ta0-klarjeti

 

 

 

 

iran

martvili

imereti

საინგილო

ლაშქრობა

თუშეთი

სვანეთი

racha-svaneti

Helicopter

vashlovani

hotel

odishelidze

teqa

www.paata.ge

tao

თებულოტური გთავაზობთ ტურს ტაო-კლარჯეთში

ტური საკმაოდ დატვირთულია როგორც ისტორიულ-კულტურული, ასევე ბუნებრივი რესურსებით. ისტორიული საქართველოს ეს ძეგლები დიდ საგანძურს წარმოადგენენ ქართული კულტურისათვის. ეკლესია-მონასტრების ძირითადი ნაწილი VIII-XI საუკუნეებშია აგებული. ტურის განმავლობაში მოვინახულებთ 10 ყველაზე გამორჩეულ ძეგლს (ხანძთა, ოშკი, ოთხთა ეკლესია, იშხანი, ბანა, არტანუჯი, ხახული, დოლისყანა, პარხალი და ოლთისი).
ტაო-კლარჯეთი, ისტორიული საქართველოს განუყოფელი ნაწილი, სადაც უამრავი კულტურული და სულიერი მნიშვნელობის მქონე ძეგლია თავმოყრილი, ჩვენთვის ფასდაუდებელი საუნჯეა.

tao
ხანძთა – გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული და უდიდესი სულიერების მატარებელი კერაა. შედარებით კარგადაა შემორჩენილია წმ. გიორგის სახელზე ნაკურთხი მონასტრის მთავარი ეკლესია და სამრეკლო, ხოლო ბერთა კელიები, მცირე სალოცავები, საოსტიგნე (სატრაპეზო) და სემინარია – ძლიერ დაზიანებულია.
დოლისყანა – ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძეგლია. მისი სამხრეთ ფასადის სარკმლის ბარელიეფები გამორჩეულია, სადააც გამოსახული დავითის ვარსკვლავი ბაგრატიონების წმიდა მეფესთან კავშირზე მიუთითებს.
არტანუჯის ციხე – აშოტ კურაპალატის საცხოვრებელი სიმაგრე იყო. ციხე ამოზრდილ კლდეზე მდებარეობს და დომინირებს გარემოზე. სიმაგრიდან საოცარი ხედი იშლება, რაც აღაფრთოვანებს მნახველებს.
იშხანი – საბა იშხნელის მიერ IXს-ში განსრულებული ეკლესია, გამორჩეულია ფრესკული მხატვრობითა და ფასადების დეკორით. ლაჟვარდოვანი გუმბათი საოცარ სივრცეს ბადებს. ეკლესიის უძველესი ნაწილი მაგვალი საკურთხეველია (VII ს.), რომელიც ერთადერთია ქართულ ეკლესიათა შორის.
ოთხთა ეკლესია – X ს-ის ბაზილიკური ტიპის ტაძარია. ეკლესია ოთხი მახარებლის სახელზეა აგებული, საიდანაც გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

tao
პარხალი – ასევე X საუკუნის ბაზილიკაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული.
ოშკი – იყო ასეთი თქმულება, რომ პარხალი გამოირჩეოდა წყლებით, ხახული, მწიგნობრობით, იშხანი მოხატულობით, ხოლო ოშკი გრანდიოზულობით. იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეს ეკლესია, მართლაც გრანდიოზულია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ხახული – ყველზე კარგად შემონახული ქართული ძეგლია. იგი მწიგნობრობის გამორჩეული კერა იყო. აქ აღიზარდა და წერა-კითხვა ისწავლა, გიორგი მთაწმინდელმა, რასაც ყველგან სიამაყით აღნიშნავდა.
ოლთისი – დავით III კურაპალატის სიმაგრე იყო. იგი ბევრჯერ არის რესტავრირებული თურქების მიერ და ძველი იერსახე დაკარგული აქვს.
ბანა – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო განსხვავებული არქიტექტურული ტიპით. იგი წარმოადგენდა სამსართულიან მრგვალ ეკლესიას, რომლის სიმაღლე 38 მეტრს აღწევდა. დღესდღეობით ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.

tao